8 ნივთი, რომელიც ავტობუსით მგზავრობის დროს დაგჭირდებათ
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ვმგზავრობ ყვითელ ავტობუსად შერაცხული კონსერვის ქილით.
ჯერ მხოლოდ ერთი დადებითი მხარე ვუპოვე - იაფია. თუმცა აღმოჩნდა და მოსალოდნელიც იყო, რომ იაფ მგზავრობას ერთ დადებითთან შეფარდებით ასობით უარყოფითი მხარე აქვს, მით უმეტეს როცა ზაფხულია და თან ამ ზაფხულს თბილისში ატარებ.
წარმოგიდგენთ რვა ნივთს, რომელსაც ამიერიდან ყოველთვის ჩავტენი ჩანთაში და გამოვიყენებ ავტობუსით მგზავრობის დროს.
1. აირწინაღი
მაშინ, როდესაც ავტობუსი თქვენს გაჩერებას მოადგება, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სახეზე აირწინაღი ჩამოიფაროთ და ასე მოემზადოთ ხანგრძლივი მგზავრობისათვის. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ისუნთქოთ ისეთ გარემოში, სადაც, როგორც იტყვიან, ნემსიც კი არ ჩავარდება. იმ შემთხვევაში, თუ შორ მანძილზე მიდიხართ, ეცადეთ, აირწინაღის ჟანგბადის ბალონები მომარაგებული გქონდეთ.
2. ხელის ვენტილატორი
მარაო ან მშრალი ყინული მაინც. ეს ნივთები, ხშირ შემთხვევაში, იმაზე საჭიროა ვიდრე აირწინაღი.
მართალია, ავტობუსში ყველა, ანუ ოთხივე ფანჯარა გაღებულია, მაგრამ თუ გსურთ რომ ამ გარემოში ერთი პროცენტით მაინც იგრძნოთ თავი ადამიანად და სხვებისგან განსხვავებით თქვენი მაისური ოფლისგან ნიაგარას ჩანჩქერს არ დაემსგავსოს, რომელიმე მათგანი აუცილებლად უნდა გეგდოთ ჩანთაში. ან კარგად შეათვალიეროთ და ავტობუსში მოძებნოთ 50 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც მარაოს ინიავებს, ოსტატურად მიეპაროთ, გვერდით დაუდგეთ და მისი ხელის ოსტატური მოძრაობა ცოტა ხნით მაინც გაგრძნობინებთ თავს ადამიანად.
3. წყალი
თუ მგზავრობა ზაფხულის პერიოდში გიწევთ, გაითვალისწინეთ, სიცხეში აუცილებლად მოგწყურდებათ. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გვაჩუქა დედა ბუნებამ ისეთი რესურსი როგორიც წყალია და კარგი იქნება თუ ჩანთაში ერთი ბოთლი მაინც აღმოგაჩნდებათ.
სავარაუდოდ, მგზავრობის დროს სითხე გაცხელდება, მაგრამ ამის გამო გულს ნუ გაიტეხთ, ორიენტირდით იმაზე, რომ წყალი თქვენს კანს უფრო გლუვს და სასიამოვნოს გახდის.
4. წიგნი
თუ გაგიმართლათ და ავტობუსში ადგილი დაგხვდათ, არაფერი იქნება იმაზე კარგი თუ თან წიგნი გექნებათ, ამ შემთხვევაში მგზავრობა უფრო სასიამოვნოც გახდება, ვერც იმას გაიგებთ თუ რა სწრაფად გავიდა დრო , მით უმეტეს კითხვა სულ სხვა სამყაროში გადაგისვრით, სადაც თავს იმაზე კომფორტულად იგრძნობთ, ვიდრე ყვითელი ავტობუსია.
5. ყურსასმენები
მგზავრობის დროს, ხშირად, ჩვენდა უნებურად, გვიწევს მოვისმინოთ ისეთი საუბრები, რომლებიც გონებას გვიბინძურებს და არასასურველი ინფორმაციით ავსებს ტვინს.
მაგალითად, ყურსასმენი რომ მქონოდა, ვერასდროს გავიგებდი და არ მეცოდინებოდა ერთ-ერთმა მგზავრის ისტორია, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ბანკს დაამსგავსა და ცდილობს სხვებზე გააპროცენტოს ფული, არც იმის ცოდნა მჭირდებოდა- რატომ დაშორდა შეყვარებულს ჩემ წინ მჯდომი გოგო და მრავალი სხვა. ასე რომ გაითვალისწინეთ, სხვისი საუბრის მოსმენას მუსიკის მოსმენა სჯობს.
6. მზის სათვალე
იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსში ჩვენთვის ადგილი არ აღმოჩნდება და მთელი მგზავრობის განმავლობაში ფეხზე დგომისთვის ვართ განწირულები, მზის სათვალე აუცილებელი ატრიბუტია არასასურველ მზერასთან თავის ასარიდებლად.
7. ნიორი და დეოდორანტი
ავტობუსით მგზავრობა, ხშირ შემთხვევაში, ვამპირებზე ნადირობას ჰგავს. თუმცა, ამ შემთხვევაში, “ვამპირები” არ თქვენს სისხლზე, არამედ თქვენი ყნოსვის რეცეპტორებზე ნადირობენ.
არსებობს ორი გამოსავალი, რომლითაც მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლებთ გაუმკლავდეთ აბეზარ არსებებს. ხშირად ამბობენ, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, ამიტომ ნიორი, რომლის სუნიც ვამპირებს აფრთხობთ, მათი ყნოსვის რეცეპტორებსაც დედას უტირებს. ამიტომ ავტობუსში ასვლამდე ერთ-ორ კბილი ნიორი გაძიძგნეთ. დამიჯერეთ, თქვენს გარშემო, მინიმუმ ორი მეტრის რადიუსში, არავინ დადგება.
იმ შემთხვევაში, თუ ნიორმა ვერ გაჭრა და მგზავრებმა თქვენი ყნოსვის რეცეპტორებზე ნადირობა საკუთარი სურნელით გადაწყვიტეს, ჩანთაში აუცილებლად უნდა გეგდოთ ერთი ფლაკონი დეოდორანტი, რომელსაც ჰაერში გაუშვებთ და მგზავრებს სრულიად უმტკივნეულოდ “განაიარაღებთ”.
8. ლოცვანი
ამ სიაში ბოლო ნივთი ლოცვანია, იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი ნივთი არ გაქვს და ავტობუსით მგზავრობასაც ვერ არიდებ თავს სხვა რა დაგრჩენია?! უნდა ამოიღოთ ლოცვანი და საკუთარი სულისა და სუნის გადასარჩენად ილოცოთ.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები