საკუთარ სახლზე ფიქრისას ყველას სხვადასხვა სურათი წარმოგვიდგება გონებაში, თუმცა ერთ რამეზე შეთანხმება ადვილია - ყველას გვინდა, სუფთა სახლში ვცხოვრობდეთ.

სწორედ ამ კონცეფციის გარშემო შეიქმნა კომპანია "სუფთა სახლიც", რომლის ისტორიაც 2013 წელს მხოლოდ ორი მაღაზიით დაიწყო. რაკი სისუფთავე ყველასთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც თავს მოიყრის ყველაფერი, რაც ამ მიზნის განხორციელებისთვის გვჭირდება: საწმენდი და სარეცხი საშუალებები, ჰიგიენური ნივთები და ასე შემდეგ...

სიახლოვე და ხელმისაწვდომობა ის ღირებულებებია, რომლებმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. "სუფთა სახლი" 2000-მდე პროდუქციაზე დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებლებს, ყოველკვირეული შეთავაზებებისა თუ აქციების დროს კი სუპერმარკეტებთან თუ აფთიაქებთან შედარებით ფასში განსხვავება კიდევ უფრო თვალშისაცემია. "სუფთა სახლის" მაღაზიებს ამჟამად თბილისის ყველა უბანში და საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში შეხვდებით და რომ დაფიქრდეთ, შეუძლებელია თქვენს სახლთან ან სამსახურთან ახლოს ერთი მაღაზია მაინც არ გაგახსენდეთ.

21 სექტემბერს რუსთაველის 24-ში "სუფთა სახლის" საზეიმო მე-100 მაღაზია გახსნება, რასაც კომპანია ფასდაკლებებით აღნიშნავს. მთელი დღის განმავლობაში, სუფთა სახლის მაღაზიათა ქსელში სრულ ასორტიმენტზე 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს; კვირის მიმდინარე შეთავაზებებს კი დამატებით 15% დააკლდება.

სასიამოვნო ამბები ამით არ ამოიწურება: 100 ადამიანისთვის კომპანია კიდევ უფრო დიდ სიურპრიზს ამზადებს. კამპანია "მე ვარ მე-100"-ს ფარგლებში ნებისმიერი მაღაზიის ყოველი მე-100 მომხმარებელი კომპანიისგან განსაკუთრებულად დასაჩუქრდება და რჩეული პროდუქტებისგან შექნილ კალათას მიიიღებს.

როგორ გავხდე მეასე?

ფოტო: სუფთა სახლი

გარანტირებულად მეასე რომ იყოთ, მაღაზიაში 99 ახლობელთან ერთად უნდა მიხვიდეთ და უზრუნველყოთ, რომ თვლისას არაფერი აგერიოთ, თუმცა ეს რთული საქმეა.

ჩვენ გირჩევთ, 21 სექტემბერს "სუფთა სახლის" რომელიმე მაღაზიას მაინც ეწვიოთ ან საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე სხვადასხვა მაღაზიასაც - კი. იქნებ სწორედ თქვენ იყოთ ის იღბლიანი, ვინც განსაკუთრებულ პრიზს დაიმსახურებს?!

სიახლეები რომ არ გამოგრჩეთ, შეგიძლიათ კომპანიის ფეისბუქგვერდს ადევნოთ თვალი, რომელსაც უკვე 100 000-ზე მეტი მომწონებელი ჰყავს.