გახსოვთ ბრი ვანდეკამპი სასოწარკვეთილი დიასახლისებიდან?! რა თქმა უნდა გახსოვთ, შეუძლებელია მარშა ქროსის არაჩვეულებრივი თამაში და პერსონაჟი დაგავიწყდეთ.

მსახიობმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე შოკისმომგვრელი ფოტო გამოაქვეყნა - თმაგაცვენილი მსახიობი, წერდა რომ კიბო ჰქონდა.

პოსტს ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით მისი გულშემატკივრების მხრიდან, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ მსახიობს ეს დაავადება ჰქონდა.

საბედნიეროდ, სასოწარკვეთილმა დიასახლისმა, მისი ფანები უყურადღებოდ არ დატოვა, წინა პოსტისთვისა და გამოწვეული ვნებათაღელვისთვის ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ ის კიბოსგან უკვე სრულიად განკურნებული იყო.