მსახიობ ენ ჰეთეუეის ლგბტ უფლებების დაცვისთვის ჯილდოს გადასცეს.

ჰეთეუეი ნიუ-იორკში, Human Rights Campaign-ის ფარგლებში სპეციალურად მისთვის მოწყობილ საღამოზე დაჯილდოვეს. ღონისძიებას ლგბტ უფლებების დამცველი ყველა ამერიკული ორგანიზაცია შეიკრიბა.

აქამდე ეს ჯილდო ორგანიზაციამ უკვე გადასცა მერილ სტრიპს, ტომ ჰენკსს, ჯორჯ კლუნს, ჯულია რობერტსს, შონდა რაიმსსა და სხვებს.