პიტერ ფარელის ბიოგრაფიული დრამა, Green Book, ტორონტოს კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.

ფილმმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და მთავარ ნომინაციაში - ხალხის არჩევანი, გაიმარჯვა კიდეც.

ფილმის სიუჟეტი 60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და რეალურ ამბავს ეხება. ფარელის დრამაში მოთხრობილია იტალიელ-ამერიკელი მძღოლისა და აფროამერიკელი პიანისტის ურთიერთობა.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ - მაჰერშალა ალი, ვიგო მორტენსენი და ლინდა კარდელინი.

კინოსურათი ეკრანზე 21 ნოემბერს გამოვა.