საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდი სასულიერო პირებს, რომლებმაც მარიხუანის ლეგალიზაცია და კანაფის კულტივაციის ლიცენზირება გააპროტესტეს. მათ შორის არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები. ეს გაერთიანება ჰომოფობოური შინაარსის განცხადებებით გამოირჩევა.

კერძოდ, სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ ყველამ უნდა გამოხატოს მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც გააპროტესტა "ერის გადაშენების" მცდელობა. სააკაშვილის ისტორიულს უწოდებს მათ ბრძოლას "ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ".

საპროტესტო აქცია მარიხუანის ლეგალიზაციისა და კანაფის კულტივაციის წინააღმდეგ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა მღვდლებმა და სხვა სასულიერო პირებმა გამართეს და თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხება, ხოლო მეორე კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.

მან საკრებულოს წინ სასულიერო პირების მიერ შემუშავებული "ორი გამოსავალი" წაიკითხა.

  • კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობდეს თვითდაზიანების ქმედებას.
  • არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.

გაიგეთ მეტი: