მსახიობი ბუკა ჯაფარიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს გარდაცვლილის ახლობლებმა დაუდასტურეს.

ბუკა ჯაფარიძე სერიალ ტიფლისში მონაწილეობდა, სადაც შალვას როლს ასრულებდა. მას კარგად იცნობენ ელექტრონული მუსიკის სფეროში. ბუკა ჯაფარიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ელექტრონული მუსიკა დაუკრა.

მსახიობი, ბოლო პერიოდში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) სარეკლამო ვიდეოების გმირი იყო.