გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გაცხადებით, ევროკავშირის სანქციები მოსკოვში იქამდე გაგრძელდება, სანამ მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს და უკრაინაში ცეცხლს არ შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

"მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უკრაინაზე რჩება ჩვენს მიზნად", - განაცხადა ანგელა მერკელმა 15 სექტემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დისლოცირებული გერმანელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლის.

სანქციები რუსეთს უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისა გამო დაუწესა ევროკავშირმა. 2014 წლის შემდეგ, რადიოს თანახმად, 10 300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ამ კონფლიქტის შედეგად.

მერკელის თქმით, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრების არ არიან მიმდინარეობს შიდა კონფლიქტი, რაც რუსეთის პროვოცირებულია.