"ორშაბათს გეტყვით ყევლაფერს", — ასე უპასუხა ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას მისი მოულოდნელი გადადგომის და სუს-ში დაწყებული გამოძიების შესახებ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს, 14 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა. ყოფილმა მერმა ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხა.

ლაშა გოგიას მიმართ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, ქრთამის აღების ბრალდებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება.

ქართულმა ოცნებამ ზუგდიდი მერის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება და სწორედ ამის გათვალისწინებით დატოვეს თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ:

"გაჩნდა კითხვები ზუგდიდის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით".

ლაშა გოგიამ ზუგდიდის მერის თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.