ტყიბულში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ცხრა კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი ცნობებით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

როგორც On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ავარია ავტომობილის ბორდიურთან შეჯახებამ გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაწყებული, რაც მსხვერპლის გამოწვევით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.