ახალი სატელევიზიო სეზონი ამერიკაში ნელ-ნელა ხურდება და ყველაზე რეიტინგული შოუების წამყვანები სულ უფრო და უფრო საინტერესო, სახალისო და დამაინტრიგებელ სიახლეებს გვთავაზობენ.

მაგალითად, ჯიმი ფელონი ახლახან ჯასტინ ბიბერთან ერთად ნიუ-იორკის ცენტრალ პარკს ეწვია და შოუსთვის ძალიან საინტერესო ვიდეოც გადაიღო, რაც რა თქმა უნდა, ფელონისგან გასაკვირი სულაც არ არის.

ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, ნახეთ როგორც მღერიან და ცეკვავენ ფელონი და ბიბერი ცენტრალ პარკში.