სიუზან სარანდონისა და დებრა მესინგის დაპირისპირება 2 წლის წინ დაიწყო. როდესაც სიუზანმა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანია გააკრიტიკა და თქვა, რომ ტრამპი ბევრად უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა.

მაშინ, სარანდონის ამ მოსაზრებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, განსაკუთრებული კრიტიკით კი დებრა მესინგი გამოირჩეოდა. რომელიც ამბობდა, რომ არც ერთი ადამიანი, ვისთვისაც ადამიანის უფლებები ღირებული იყო, ტრამპს მხარს არ დაუჭერდა.

სიუზანი მაშინ დებრას კრიტიკას ერთ-ერთ გადაცემაში გამოეხმაურა, მას არასაკმარისად ინფორმირებული და ფარული ტრამპისტი უწოდა.

მედიამ ჰოლივუდის ვარსკვლავების დაპირისპიპირება მალევე დაივიწყა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ყველაფერი თვიდან დაიწყო, როდესაც სიუზანმა Variety-სთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ ტრამპმა უამრავ ქალს და აფროამერიკელს უბიძგა პოლიტიკაში ჩართვისკენ, თუმცა არა გამხნევების, არამედ ჯიბრისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გამო.

ოსკარის მფლობელი მსახიობის ამ განცხადებამ, დებრა მესინგის გაღიზიანება გამოიწვია და სარანდონს ურჩია მოეკეტა.

დებრას ამ ტვიტს სარანდონი გამოეხმაურა და უთხრა, რომ სანამ რამეს იტყოდა ან დაწერდა, მანამდე აჯობებდა იმ ვიდეოსთვის მოესმინა, რომელსაც აზიარებდა და კარგად გაეგო თუ რას ამბობდა. შემდეგ კი Variety-ის მოუწოდა, რომ ნახვების დასაგროვებლად, სკანდალურ და ყვითელ აღწერებს ნუ უკეთებდნენ მასალებს.

2016 წლის არჩევნების დროს, სარანდონი მხარს ბერნი სანდერსს უჭერდა, ხოლო დებრა მესინგი იმ ჰოლივუდელების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.