არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების გამო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ წარმომადგენლებმა ერგნეთში პროტესტის ნიშნად შეხვედრა ჩაშალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის დღისწესრიგიდან ტატუნაშვილისა და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს.

"აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს", — ნათქვამია განცხადებაში.