პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებელი, ვახტანგ ლაღიძე კოკა-კოლას ბოთლერს ჯორჯიას დირექტორი, ამავდროულად, ლაღიძის წყლების 80 პროცენტიან წილს ფლობს.

ვახტანგ ლაღიძემ On.ge-ს ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ ლაღიძის წყლების მფლობელთან მხოლოდ ნათესაური კავშირი ჰქონდა, არც მეწილე იყო და არც ხელმძღვანელი. თუმცა ვახტანგ ლაღიძე ფლობს შპს წყალის წილს, რომლიც "ლაღიძის წყლის" კაფე-რესტორნების სახელით ოპერირებს.

საჯარო რეესტრში კომპანიის კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ ლაღიძემ დაადასტურა, რომ On.ge-ს ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

კოკა-კოლისა და ლაღიძის წყლის ფეისბუქგვერდებზე მოქალაქეთა ჯგუფმა ფლეშმობი დაიწყო. ფეისბუქგვერდებზე კომენტარებსა და შეფასებებში იდენტური შინაარსის ტექსტები: "რუსეთის გეგმის დამფინანსებელი! #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას #Russiaisoccupant #Russiaisoccupier" იწერება. ფლეშმობი მას შემდეგ დაიწყო, რაც კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ხელძღვანელმა, ვახტანგ ლაღიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შეწირა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და მოქალაქეთა გაღიზიანებაც ამან გამოიწვია.

ამავე თემაზე: