ხელთუბნის მოსახლეობამ თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გახსნა და აქცია გორის მერიასთან გადაინაცვლებს. გზის გახსნისაკენ აქციის მონაწილეებს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ მოუწოდა.

გზა მოსახლეობამ თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ეფექტური გამოძიების მოთხოვნით გადაკეტა. გზის გადაკეტვას სამართალდამცავები უშლიდნენ ხელს, რამაც დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ურნალისტებიც.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მერებაშვილი მოკლულია, თუმცა პოლიცია საქმეს უბედური შემთხვევის მუხლით იძიებს. მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს გამოძიება 117-ე და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. მუხლები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, იმისთვის რომ კონკრეტული მიმართულება გამოიკვეთოს ჩანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები