თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქრო დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 350 მ2 ფართობი. ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური