Vogue-ის პოპულარული გადაცემა, 73 კითხვა, ამჯერად ერთადერთ და განუმეორებელ ლედი გაგას ეწვია, რომელმაც ჟურნალისტს ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

არაერთ კითხვას შორის, ჯო საბიამ გაგას სთხოვა ეთქვა იმ ყველაზე უცნაური ჭორის შესახებ, რომელიც საკუთარ თავზე გაუგია. ლედი გაგამ დაფიქრების გარეშე უპასუხა - "თითქოს პენისი მაქვს".

ინტერვიუს დროს, გაგამ ახალი ფილმისა და მუსიკის გარდა, თავის ფანებსაც მიმართა.

"ჩემ ფანებს, გოგოებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენი სხეული, გონება და ემოციები თქვენი საკუთრებაა. იყავით ყოველთვის მართლები საკუთარ თავთან და თუ რაღაცის კეთების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ნუ დააძალებთ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. დარჩით ნამდვილები", - ამბობს გაგა.