ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომედიური სერიალი, Modern Family, მეათე და ფინალური სეზონის პრემიერისთვის ემზადება. ფინალისკენ მიდის ერთ-ერთი პერსონაჟისთვის სიცოცხლეც.

დიახ, კომედიური სერიალის შემქმნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველასათვის საყვარელი პერსონაჟებიდან ერთ-ერთი ახალ სეზონში მოკლან.

"ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მივიღეთ და გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი მოვკლათ. ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, ვიმსჯელეთ, განვიხილეთ და საბოლოოდ აი, ასეთ დასკვნამდე მივედით", - ამბობს სერიალის ერთ-ერთი შემქმნელი კრისტოფერ ლოიდი.

რა თქმა უნდა არც არხი და არც პროდიუსერები არ ამხელენ თუ რომელი პერსონაჟის დაკრძალვაზე მოგვიწევს წასვლა.

მეათე სეზონით შოუ ეთერში 26 სექტემბერს ბრუნდება.