სერიალ Breaking Bad-ის ვარსკვლავი აარონ პოლი, HBO-ს Westworld-ის მესამე სეზონში ითამაშებს.

ამ ეტაპზე მისი პერსონაჟის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც სერიალის პროდიუსერები ამბობენ, ის ყველა ეპიზოდში გამოჩნდება.

რაც შეეხება, Westworld-ის მესამე სეზონს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სერიალის ახალ ნაწილს მხოლოდ 2020 წელს ვიხილავთ.