Homecoming ამაზონის ახალ პოლიტიკურ თრილერია, რომლის პრემიერაც 2 ნოემბერს შედგება.

სერიალის სცენარი Mr. Robot-ის შემქმნელ სემ ისმაილს ეკუთვნის და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზეა დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ.

ჯულია რობერტსი თრილერში სამთავრობო აგენტის როლს ასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

შოუს პირველ სეზონში ათი სერია იქნება. ჯულია რობერტსთან შოუში ვიხილავთ - დერმოტ მალრუნს, ბობი კანავალე, სისი სპაისისა და სტეფან ჯეიმსს.

სერიალმა თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემის მოწონება დაიმსახურა და მომდევნო წლების ოქროს გლობუსისა და ემის მთავარ პრეტენდენტადაც მოიხსენიებენ.

გაიგეთ მეტი: ჯულია დაბრუნდა — მსახიობის ახალმა ფილმმა და სერიალმა უმაღლესი შეფასებები მიიღო