ილიაუნისა და ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებული სამდღიანი კონფერენცია დასრულდა
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით საქართველოში ჩატარებული ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. სამ დღიანი კონფერენციის განმავლობაში მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი იდეები გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
კონფერენციის მისია ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა იყო. კონფერენციაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ამ კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.
ეკოტურიზმის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე ეკოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი, ნატალია ბახტაძე იყო. მისი თქმით, კონფერენციის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
"კონფერენცია ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მან მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, რომელიც საფუძველი იქნება ევროპის ეკოტურიზმის ქსელის განვითარებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, საქართველომ არამარტო მისი ბუნებითა და სილამაზით, არამედ პროფესიონალიზმითაც წარმოაჩინა თავი", - თქვა ნატალია ბახტაძემ.
ნატალია ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს ახალი პარტნიორებისა და მეგობრების შეძენაში დაეხმარა. მისი თქმით, ეკოტურიზმის მიმართულებით საქართველოს უამრავი ახალი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ქვეყანას არაერთი გამოწვევის დაძლევასა და განვითარებაში დაეხმარებიან.
"კარგია ისიც, რომ ამ კონფერენციამ გააერთიანა ევროპის ეკოტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და ამის შემდეგ, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვექნება მათთან. ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს, არც ერთ საკითხში არ ვიქნებით მარტო", - დაამატა ბახტაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეკოტურიზმის საზოგადოებებისა და ასოციაციის წევრები. მათ შორის იყვნენ რუმინელები, შვედები, ნორვეგიელები და სხვ. ერთ-ერთი მათგანი წარმოშობით ფინელი კირსი ჰუვარინე იყო, რომელიც მონტენეგროში მუშაობს ეკოტურიზმის განვითრების მიმართულებით. ის ასევე ეკოტურიზმის გლობალური ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა.
"ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და ჩვენი სანაცნობი წრის გასაფართოებლად. საქართველომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით იმუშავა ამ კონფერენციის მოსამზადებლად და დაგვეხმარა მთელი ევროპის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დაახლოებაში" - აღნიშნა კირსი ჰუვარინემ.
მან დაამატა, რომ ასეთი ქსელების ჩამოყალიბება დაეხმარაბა ქვეყნებს, რომ ეკოტურიზმის კუთხით ძალიან განვითარდნენ. მისი აზრით, გამოცდილებებისა და რჩევების გაზიარება, რეფორმებში ჩართულობა და განვითარებაში ხელშეწყობა, ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
"ამ კონფერენციაზე ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ. მაგალითად, დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია მომსახურების სფეროს ხარისხისა და ეფექტურობის განვითარება, რის შესახებაც ბევრი ვისაუბრეთ. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და რჩევებიც მივეცით. ერთმანეთისგან ბევრი ვისწავლეთ, რაც ამ კონფერენციის მთავარი მიღწევაა" - თქვა კირსი ჰუვარინემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძემ On.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ილიას უნივერსიტეტი ეკოტურიზმის კონფერენციის პარტნიორია.
"ჩვენ გვყვავს უნიკალური ინსტიტუტები, მათ შორის სამთო ეკოლოგიის კვლევის და შავი ზღვის ეკოლოგიის კვლევის. კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევაში ჩვენი უნივერისტეტი გერმანულ და ფრანგულ უნივერისტეტებთან და კვლევით ცენტრებთან ერთად ერთ-ერთი უპირველესია", - განაცხადა დობორჯგინიძემ.
ეკოტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია 10 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები