American Horror Story-ის მერვე სეზონის პრემიერა ამერიკაში რამდენიმე საათის წინ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოუს ახალი ნაწილის პირველ ეპიზოდს ჩვენც სულ მალე ვნახავთ.

მერვე სეზონი რომ სიურპრიზებით არის სავსე, ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით. ჯერ იყო და გვამცნეს, რომ ლეგენდარული ჯოან კოლინზი სერიალში ითამაშებდა, ეს არ იკმარეს და ცოტა ხნის წინ გამოგვიცხადეს, რომ არც მეტი, არც ნაკლები თვით ჯესიკა ლენგი გვიბრუნდებოდა, თანაც იმ შესანიშნავი როლით, რომელიც მან შოუს პირველ სეზონში შეასრულა.

და თქვენ გგონიათ ეს ყველაფერია?! სულაც არა, გირჩევთ გარდერობიდან შავი ტანსაცმელი გადმოალაგოთ და მოემზადოთ, Coven-ის ალქაჯები ეკრანს უბრუნდებიან.

ზემოთაღნიშნული პერსონაჟების გარდა, მერვე სეზონში რა თქმა უნდა ახალი გმირებიც გამოჩნდებიან და დროა ჰორორ სთორის აპოკალიფტური პერსონაჟები გაიცნოთ:

სარა პოლსონი - მისის ვილჰემინა

სარა სერიალში სამ პერსონაჟს განასახიერებს. ვილჰემინას გარდა ვიხილავთ Murder House-ის ბილი დინ ჰოვარდისა და Coven-ის კორდელია ფოქსის როლში.

კეტი ბეიტსი - მის მირიამი

ივან პეტერსი - მისტერ გალანტი

ივანი ასევე განასახიერებს ტეიტს შოუს პირველი სეზონიდან.

ადინა პორტერი - დინა სტივენსი

ბილი ლორდი - მალორი

ლესლი გროსმანი - კოკო

კოდი ფერნი - მაიკლ ლანგდონი

ჯოან კოლინზი - ივი გალანტი