ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძე და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ სცნო, თუმცა მათგან ორს გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე დამნაშავედ სცნო:
- სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში;
- უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში;
- თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში;
- მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
სასამართლომ ასლან აბაშიძეს 15 წლისთ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოკლა მისი მოადგილე ნოდარ იმნაძე.
ასლან აბაშიძემ, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 1993-2004 წლებში შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძემ სხვა პირებთან ერთად მოაწყო ტერორისტული აქტების ორგანიზება:
"კერძოდ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება, ხოლო 2004 წლის აპრილში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროს დანაღმვა, რასაც 2004 წლის 21 აგვისტოს აფეთქება მოჰყვა. მანვე ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა თენგიზ ასანიძის და სხვათა მიმართ".
სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი მინისტრი იოსებ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე, აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსი დავით ხალვაში და აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი ამირან კურცხალიძე:
"აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იოსებ გოგიტიძემ 1993-2004 წლებში ასლან აბაშიძესთან ერთად შექმნა და მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, ასლან აბაშიძესთან წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა თენგიზ ასანიძეს, ასევე პირთა ჯგუფთან ერთად მიითვისა აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს კუთვნილი 2 201 667 ლარი. მანვე, 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება.
აჭარის ა.რ. ყოფილმა შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, 2004 წლის 25 აპრილს ქ. ბათუმში, რესტორან „მარსელში“ თამაზ მამისეიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მას და ავთანდილ ბერიძეს. ჯემალ გოგიტიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა აჭარის ა.რ. შს სამინისტროს აღჭურვისათვის გამოყოფილი 1 093 317 აშშ დოლარი.
აჭარის ა.რ. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძემ, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, რასაც მოჰყვა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება.
აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილმა უფროსმა დავით ხალვაშმა 1996 წელს მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირება, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის, შემდგომში აჭარის სამთავრობო დაცვის სამსახურის შექმნაში, 2003 წელს ორგანიზებას უწევდა კომპანია procter & gamble-ის ქონების ქურდობას, გამოძალვასა და ძარცვას, 2004 წლის 20 თებერვალს, მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში, დ. თავდადებულისა და ერას ქუჩების კვეთაზე მიმდინარე მანიფესტაციის უკანონო დარბევაში.
აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსის ამირან კურცხალიძის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს 2000-2001 წლებში მიადგა 709 955 ლარის ზიანი".
ბათუმის საქალაქო სასამართლომ იოსებ გოგიტიძეს 12 წლით, დავით ხალვაშს 4 წლითა და 6 თვით და ამირან კურცხალიძეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე, თუმცა სასამართლომ მათ გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები