მსახიობი იზაბელ იუპერი Mad Men-ის შემქმნელის მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში The Romanoffs, რომელსაც ამაზონმა გადაიღო, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. იუპერს პარტნიორობას სწორედ Mad Men-ის ორი ვარსკვლავი კრისტინა ჰედრიკსი და ჯონ სლატერი უწევენ.

მეთიუ ვეინერის ახალ სერიალში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ხდება, თუმცა ის იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თავი რომანოვების შთამომავლები ჰგონიათ.

ეს არის სამ კონტინენტზე, შვიდ ქვეყანაში მომხდარი 8 ადამიანის ისტორია, რომელიც ერთ გვარს უკავშირდება.

სერიალის პრემიერა 12 ოქტომბერს იგეგმება.