სტუდია Warner Bros.-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰენრი კავილი სუპერმენის როლს აღარ ითამაშებს.

ამის მიზეზი კი მსახიობის ხშირი მოუცლელობა გახდა, რომელმაც წინა ფილმებზე მუშაობის დროსაც არაერთგზის გაუგებრობა გამოიწვია.

როგორც ამბობენ, კინოსტუდიამ საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კავილმა Shazam!-ში მონაწილეობაზე უარი მოუცლელობის გამო თქვა.

გარდა ამისა, ვრცელდება ხმები, რომ კინოსტუდიამ ბეტმენის როლის შემსრულებელი, ბენ აფლეკიც დაითხოვა და მის მაგივრად ამ როლს კიტ ჰარინგტონს სთავაზობს.

რაც შეეხება სუპერმენს, სტუდია ამ ეტაპზე ახალი მსახიობის მოძებნით არის დაკავებული, გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, Warner Bros.-მა გაბედა და ეს როლი მაკლ ბი ჯორდანს შესთავაზა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები მარველის ფილმში, შავი პანტერა, მთავარ როლს ასრულებს.

ჩვენ კი ამ ეტაპზე ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ სუპერმენ ჰენრი კავილს დავემშვიდობოთ.

აქვე, კინოსტუდიას საუკეთესო კანდიდატს ვთავაზობთ: