ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მარიხუანისგან წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ნაცვლად, შესაძლოა, "ნარკოტიკები" ქვეყნის შიდა ბაზარზე არალეგალურად გავრცელდეს.

"წამალი ამის ლამაზი სიტყვებით შეფუთვაა. ეს არის მარიხუანა, რომელიც შემდგომში, შეიძლება, გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიმართულებით. ფაქტია, საუბარია მარიხუანის პლანტაციების გაშენებაზე და მარიხუანის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებაზე", - აღნიშნა რომან გოცირიძემ On.ge-სთან საუბრისას.

დეპუტატის თქმით, მთავრობის ინიციატივა მოულოდნელი და კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. ინიციატივაში ის კორუფციულ ნიშნებსაც ხედავს და მიაჩნია, რომ ერთი პირის ბიზნესინტერესებს არის მორგებული:

"ამ სქემაში თავიდან არის მოცემული ისე, რომ ეს [ლიცენზია] უნდა მიენიჭოს ვიღაცას ექსკლუზიურად. რატომ ვიღაცას? მაშინ აწარმოოს ყველამ და გაიტანოს ექსპორტზე, რატომ ვქმნით მონოპოლისტს ექსპორტიორის. და ეს მონოპოლისტი ექსპორტიორი აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელსაც ამ კანონპროექტის გატანისა და ამ ბიზნესის წამოწყების ბრძოლა აქვს. უნდა ვიფიქროთ ახლა ვინ შეიძლება იყოს ეს."

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამთავრობო გუნდთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც მერსინისგან წარმოებული მედიკამენტების ექსპორტზე გატანას გულისხმობს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ინიციატივა მარიხუანას მოხმარების შემზღუდველ კანონპროექტთან ერთად მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი.

ამავე თემაზე: