ჩემი ცოლის დაქალების ქასთინგი იწყება. ფორმულა კრეატივი ეძებს 17-დან 70 წლამდე ადამიანებს მასობრივი სცენებისა და ეპიზოდური როლებისათვის.

ქასთინგი კვირას, 16 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე სანდრო ეულის 5ა-ში გაიმართება.

ჩემი ცოლის დაქალები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში უკვე 7 წელია გადის.