შვიდი წლის მამრი ჟირაფი ტაივანის ზოოპარკში გადაყვანისას გზაში მოკვდა. Mirror-ის ცნობით, მას პნევმონია სჭირდა და ტრანსპორტირებისას შესაბამისი ზომები არ იყო მიღებული, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. ცხოველის სიკვდილი გულისა და ფილტვების უკმარისობამ გამოიწვია.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ტაივანის ზოოპარკს ცხოველებისადმი ზერელე მოპყრობაში ადანაშაულებს. გარემოს დაცვის წარმომადგენელი ჩენ იუ მინი აცხადებს, რომ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო და ეს შემთხვევა თავიდან უნდა აეცილებინათ, მაგრამ ეს "სამწუხაროდ მოხდა".

ტაივანის ზოოპარკში ცხოველების დაღუპვის ფაქტი ხშირია. ბოლო კვირის განმავლობაში, იქ ასზე მეტი ფრინველი, ძაღლი და 2 კატა მოკვდა, რითაც ზოოპარკმა ადგილობრივი მედიის და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურა.

2014 წელს, ზოოპარკიდან გადაყვანისას პოპულარულ ჰიპოპოტამს ფეხი მოტყდა და დაიღუპა.