თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2018 იწყება — დაჯილდოებას ახალი ნომინაციები და პრიზები დაემატა
17 სექტემბერს თიბისის "ბიზნესდაჯილდოება 2018" განაცხადების მიღებას დაიწყებს და კონკურსი ოფიციალურად დაიწყება. ამის შესახებ დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს. ბიზნესდაჯილდოება 2018-ს ახალი პარტნიორები, ნომინაციები და პრიზები დაემატა. გამარჯვებულები ექვს სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან:
- წლის ბიზნესი;
- წლის ქართული პროდუქტი;
- წლის ტურისტული ბიზნესი;
- წლის ქალი მეწარმე;
- წლის სტარტაპი;
- ბიზნესი დადებითი გავლენისთვის.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ახალი პარტნიორები "აწარმოე საქართველოში", EBRD, Impact Hub და EFSE იქნებიან. პარტნიორები წლევანდელ დაჯილდოებაზე საკუთარ ნომინაციებს წარმოადგენენ და გამარჯვებულების გამოვლენაში იქნებიან ჩართულები.
წლევანდელი დაჯილდოების სიახლეა ნომინაცია "წლის ქალი მეწარმე", რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წარმოადგენს. ამ ნომინაციაში მონაწილეობა ისეთ კომპანიებს შეუძლიათ, რომელთა წილის მფლობელი ქალია. EBRD-ის წარმომადგენელმა მედიასთან შეხვედრის დროს ამ ნომინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალების ჩართულობას ბიზნეს საქმიანობაში და ცდილობს წაახალისოს მათი ინიციატივები.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალების ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობებში და მიგვაჩნია, რომ მატი ინიციატივები წახალისებული უნდა იყოს. EBRD ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გენდერულ თანასწორობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა შეძლოს ტრადიციებისა და სტერეოტიპების დაძლევა, რათა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ ბიზნესის სფეროში. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტნიორობა თიბისისთან ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საკუთარი პოლიტიკის წასახალისებლად", - აღნიშნა EBRD -ის კავკასიის რეგიონის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის კიდევ ერთ ახალ ნომინაციას, "ბიზნესი დადებითი გავნელისთვის", Impact Hub წარმოადგენს. ნომინაცია წარმოაჩენს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე და ორიენტირებულები არიან ისეთი სფეროების განვითარებაზე, როგორიცაა განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა და სხვ.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე მონაწილეობის მსურველებს ექვსიდან მხოლოდ ერთ ნომინაციაში შეეძლებათ დარეგისტრირება. მათ, ვინც განცხადებების გაგზავნას გადაწყვეტს, უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული თუ რომელი ნომინაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მათი კომპანია.
"წლის ქართული პროდუქტის" მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" იქნება. მისმა ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა, მედიასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ის კომპანიები, რომლებიც მომავალში მიიღებენ "აწარმოე საქართველოშის" დაფინანსებას, სრულ მხარდაჭერას და დახმარებას მიიღებენ სახელმწიფო პროგრამისგან.
"წელს ჩვენი მიზანია, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენგან მიიღებენ დაფინანსებას, ხელი შევუწყოთ განვითარებაში და გავხდეთ მათი მენტორები. ჩვენ დავეხმარებით მათ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც მათ ექნებათ. ამ გზით გვინდა, რომ დაფინანსება იყოს ეფექტური და ყველა, ვინც მიიღებს ჩვენგან დახმარებას, საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენდნენ დადებით გავლენას", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა, მედიასთან შეხვედრისას ბიზნესდაჯილდოების წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"უკვე მესამე წელია ბიზნესდაჯილდოება არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ეს პროექტი წარმატებულია. ამ ხნის განამვლობაში ჩვენ უამრავი ახალგაზრდა ბიზნესმენი აღმოვაჩინეთ, რომლებიც წარმატებულად უძღვებიან თავიანთ კომპანიებს. წელს ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო დიდი შემართებით ვაპირებთ ბიზნესდაჯილდოების ჩატარებას, რაც გამოიხატება ნომინაციებისა და ჯილდოების სიახლეშიც. ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები ჩვენგან დიდ მხარდაჭერას მიიღებენ", - თქვა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.
ნიკა ქურდიანმა პროექტის მიზანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თიბისის მიზანი ბიზნესსოციუმის განვითარებისთვის ხელისშეწყობაა. მისი თქმით, ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება თანამშრომლობისა და ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია.
"ბიზნესდაჯილდოება ემსახურება საქართველოში ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების მხარდაჭერას. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოიდგენელია განვითარდეს ცალკეული კომპანიები, თუკი ზოგადად სფერო არ მიდის წინ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესის ხელშეწყობა დაგვეხმარება როგორც ჩვენ, ისე ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს", — დაამატა ნიკა ქურდიანმა.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულები თიბისისგან სამ ძირითად ჯილდოს მიიღებენ. ვინაიდან ბიზნესდაჯილდოების კონცეპტი არ ითვალისწინებს ფულად ჯილდოს, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გამარჯვებულებს სხვაგვარი მხარდაჭერა გამოუცხადოს.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ჯილდოები იქნება:
- ციფრულ სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი;
- ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია;
- პროგრამული უზრუნველყოფა.
ნიკა ქურდიანის თქმით, სამივე კომპონენტი თანამედროვე ბიზნესის საყრდენია და სწორედ ამიტომ, თიბისი ამ ყველაფრის ხარჯებს სრულად დაფარავს და გამარჯვებულებთან ერთად იმუშავებს მათი კომპანიების წარმატებაზე.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 1 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. #გააზიარეწარმატება ბიზნესდაჯილდოების მთავარი სლოგანია, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს გაუზიარონ საკუთარი წარმატების ისტორია დამწყებ მეწარმეებს.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია 17 სექტემბერს businessaward.ge-ზე დაიწყება, ნოემბერში კი დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს. გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები