ABC-ის პოპულარული სამედიცინო დრამა, გრეის ანატომია მე-15 სეზონით 27 სექტემბერს დაბრუნდება.

როგორც ცნობილია, შოუს ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი ორ საათიანი იქნება და ბევრი საინტერესო ისტორიის დასაწყისი გახდება.

მე-15 სეზონთან დაკავშირებით უკვე ვიცით ის, რომ ექიმი ტედი ოფიციალურად ბრუნდება. ვიცით, ისიც, რომ შოუში გრეის მამასაც ვიხილავთ, თუმცა რომელი ეპიზოდიდან ეს უცნობია.

ახალ სეზონში გვეყოლება ახალი ქირურგიც, რომლის როლსაც Nashville-ის ვარსკვლავი, კრის კარმაკი შეასრულებს.

სერიალის პროდიუსერმა თქვა, რომ ეს სეზონი ბევრ დრამასთან ერთად, სიყვარულის სეზონიც იქნება. პროდიუსერის ამ განცხადებას ნათელი მაშინვე მოეფინა, როდესაც მე-15 სეზონის ახალი პრომო გავრცელდა, რომელშიც მერიდიტის (სავარაუდოდ) ახალი სასიყვარულო ობიექტიც ჩანს.