The Viper Club - ასე ჰქვია ირანელ-ამერიკელი რეჟისორის მარიამ კეშვარცის ახალ დრამას, რომელშიც მთავარ როლებს სიუზან სარანდონი და მეთ ბომერი ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი სასწრაფო დახმარების ექიმზე, ჰელენაზე (სიუზან სარანდონი) მოგვითხრობს. ჰელენის შვილი, ჟურნალისტია, რომელიც ერთ-ერთ რეგიონში ომის თემატიკაზე მუშაობს, სადაც მძევლად აიყვანენ და გამოსასყიდადნ $20 მილიონს ითხოვენ.

მარტოხელა დედის დახმარებაზე მთავრობა უარს ამბობს და მას თავად უწევს მოიფიქროს როგორ დაიხსნას შვილი ტყვეობიდან.

კინოსურათი ეკრანზე 26 ოქტომბერს გამოვა.