შვილმკვდარი მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ღამის გათენებას თბილისში, პარლამენტის შენობასთან გეგმავენ. ამის შესახებ მათ რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.

მათივე თქმით, აქცია ხვალ, 11 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე განახლდება. მანამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას თანამდებობის დასატოვებლად ვადას 24 საათი აძლევდა.

სარალიძისა და მაჩაიკაშვილის აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო კომისიის დასკვნას დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე.

ამავე თემაზე: