გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერი და ღვარცოფი გამოიწვიოს.

სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან — ძლიერი. ამასთან, ვარაუდობენ სეტყვას, ქარის გაძლიერებასა და ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვას.