A Star is Born - ასე ჰქვია ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ერთობლივ ფილმს, რომელიც უილიამ ველმანის 1937 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია.

ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ჩვენების დასრულების შემდეგ მსახიობებმა მაყურებლისგან 8 წუთიანი, უწყვეტი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

გარდა ოვაციებისა, ფილმის მიმართ კეთილგანწყობილი აღმოჩნდა კრიტიკოსებიც, რომლებიც უკვე ამბობენ, რომ გაგა 2019 წლის ოსკარზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

გუშინ ფილმის ჩვენება ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და თუ მაყურებლისა და კრიტიკის რეაქციას დავუჯერებთ, პოპვარსკვლავი ლედი გაგა ამიერიდან კინოვარსკვლავად შეგვიძლია შევრაცხოთ.

ჩვენებამდე მომღერალმა და მსახიობმა წითელ ხალიჩაზეც გაიარა და როგორც მოსალოდნელი იყო, ნამდვილი ფურორი მოახდინა.

რაც შეეხება ფილმს, სიუჟეტის მიხედვით კინოვარსკვლავი ცდილობს ახალგაზრდა მომღერალს წარმატების და დიდების მოპოვებაში დაეხმაროს, იმ დროს როდესაც თავად მისი კარიერა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, უფსკრულისკენ მიექანება.

ამავე სიუჟეტზე დაყრდნობით 1954 წელს გამოვიდა ფილმი სადაც მთავარ როლებს ჯეიმს მასონი და ჯუდი გარლადი ასრულებდნენ, 1976 წლის ვერსიაში კი მთავარი როლები ბარბარა სტრეიზანდმა და კრის კრისტოფერსონმა მოირგეს.

აღსანიშნავია, რომ მთავარ როლზე თავდაპირველად ბიონსე, შემდეგ კი ჯენიფერ ლოპესი განიხილებოდნენ, საბოლოო არჩევანი კი ლედი გაგაზე გაკეთდა და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ სწორი არჩევანიც.