საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ორი მოადგილე, ლია გიგაური და თემურ მურღულია თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე უცნობია დანიშნავს თუ არა მინისტრი ამ ორი მოადგილის ნაცვლად სხვა ადამიანებს.

განათლების უწყებაში აღარ მუშაობს კიდევ ოთხი თანამშრომელი. გათავისუფლებულ ადამიანებს შორის არიან: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი; თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მანანა მიქაბერიძე.