გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ პატიმრებს შეიწყალებს. იმედის ჟურნალისტის კითხვაზე იქნებიან თუ არა შეწყალებულებს შორის ყოფილი მაღალჩნოსნები ვაშაძე პასუხობს "რა თქმა უნდა".

"მიხეილ სააკაშვილს და დანარჩენ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ციხეშია რიან. ვანო მერაბიშვილსაც და ახალაიასაც, ცააძესაც და სულ ყველას. მორჩა უკვე, პოლიტიკური დევნა საქართველოში უნდა დამთავრდეს", — განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლიანი, სანდრო გირგვლიანის საქმე კი 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილს, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლისა და ცხრა თვის ვადით. ამავე დროს ჩამოერთვა, თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლითა და სამი თვით. თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩო ახალაიას კი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.