საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მისიაა ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაა.

როგორც ეკოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, ნატალია ბახტაძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა კონფერენციაზე ეკოტურიზმის განვითარებისთვის ერთობლივ მიდგომებზე ისაუბრეს.

"აქ საუბარი არის მდგრად მიზნებზე, რომელსაც შეგვიძლია მხოლოდ ერთობლივად მივაღწიოთ, ანუ შეუძლებელია აზია ცალკე განვითარდეს და ევროპა ცალკე", -განაცხადა ბახტაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძე კი On.ge-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს რის გამოც ილიას უნივერსიტეტი ეკოტურიზმის პარტნიორია.

"ჩვენ გვყვავს უნიკალური ინსტიტუტები, მათ შორის სამთო ეკოლოგიის კვლევის და შავი ზღვის ეკოლოგიის კვლევის. კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევაში ჩვენი უნივერისტეტი გერმანულ და ფრანგულ უნივერისტეტებთან და კვლევით ცენტრებთან ერთად ერთ-ერთი უპირველესია", - განაცხადა დობორჯგინიძემ.

კონფერენცია 12 სექტემბრამდე გავრცელდება და იმსჯელებენ ევროპაში ტურიზმით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე და ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების შეიმუშავებენ.