ტიმოთი შალამეს ხსენებისას, გარდა იმისა, რომ აუცილებლად წარმოვიდგენთ ძალიან ნიჭიერ და მომხიბვლელ მსახიობს, აუცილებლად გვიჩნდება ასოციაცია ატამზე.

რატომ ატამი? - თუ თქვენ ეს კითხვა დასვით, ე.ი. ჯერ კიდევ არ გინახავთ გასული წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი, Call Me By Your Name. შეცდომა კი აუცილებლად უნდა გამოასწოროთ!

როგორც აღმოჩნდა, ეს უგემრიელესი ხილი ამ ბიჭის კარიერის ერთგვარ თილისმად იქცა და აი, წელს, ტორონტოს კინოფესტივალზე მას ავტოგრაფის დაწერა პირდაპირ ატამზე სთხოვა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სხვა ფანმა მას ხელი ბურგერზე მოაწერინა. თუმცა უცნობია რატომ. ვითომ შემდეგი ფილმის თემა ბურგერია?!

აქვე შეგახსენებთ, რომ სულ მალე დაიწყება Call Me By Your Name-ის მეორე ნაწილის გადაღებები.