მექსიკელი რეჟისორის ალფონსო კუარონის ფილმმა, Rome, ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიგო. ფილმს კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მიანიჭეს და თანამედროვე კინემატოგრაფიაში საუკეთესო შავ-თეთრ ფილმად აღიარეს.

კინოსურათმა 21 საკონკურსო ფილმს შორის გაიმარჯვა. წელს ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი გილერმო დელ ტორო იყო.

გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

ოქროს ლომი - Roma, რეჟისორი ალფონსო კუარონი

ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის - ჟაკ ოდიარი, The Sisters Brothers

საუკეთესო სცენარი - ძმები კოენები, The Ballad of Buster Scruggs

საუკეთესო მსახიობი ქალი - ოლივია კოლმანი, The Favourite

საუკეთესო მსახიობი კაცი - უილიამ დეფო, At Eternity’s Gate

ჟიურის სპეციალური პრიზი - ჯენიფერ კენტი, The Nightingale