გურამ კაშია: გულშემატკივარს ვთხოვ, აგრესიის გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია გულშემატკივარს სთხოვს, დღეს, 9 სექტემბერს გასამართ მატჩზე აგრესიის გარეშე უქომაგონ ნაკრებს. ამის შესახებ კაშიამ ინსტაგრამზე დაწერა.
"ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ვთხოვ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთადმ მთელს საქართველოს გვჭირდება!", — წერს კაშია.
დღეს გასამართ მატჩზე მოქალაქეთა ნაწილი გურამ კაშიას მხარდასაჭერად მიდის, მეორე ნაწილი კი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური იდეების მატარებელი გაერთიანების, ქართული მარშის ორგანიზებით იკრიბება, მათ ფეხბურთელის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საზოგადოების მხრიდან გადაცდომების შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირება იქნება.
კაშიას გადაწყვეტილება
გასული წლის ოქტომბერში, კაშიამ მატჩისას ხელზე ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური გაიკეთა, რაც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია. მისი ფოტოს გამოჩენამ, ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა.
მოგვიანებით, ონლაინ ბულინგის გამო ფეხბურთელმა ფეისბუქის ვერიფიცირებული გვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მის მხარდაჭერად გაერთიანდნენ და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს.
კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, თანაგუნდელებმა, ომგუდმსნემა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და სხვადასხვა აქტივისტებმა.
თუმცა ამავე მიზეზით, ჰომოფობიურ ნიადაგზე კაშიას მიმართ მუქარა გაგრძელდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფები 9 სექტემბერ ნაკრების თამაშზე კაშიას წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავენ. თამაშზევე გაიმართება ფეხბურთელის მხარდამჭერი აქციაც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები