საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია დღევანდელ, 9 სექტემბრის საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწრთვნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. უწყების ცნობითვე, ქვილითაია მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს.

საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩი დღეს, 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.