ქობულეთში ბიჭს იარაღიდან ტყვია გაუვარდა, რამაც მისი და იმსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა, ორივე მათგანი არასრულწლოვანი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.