დუბაიში მცხოვრებმა ინდოელმა, ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადარჩენიდან 6 დღის შემდეგ, ჯეკპოტი მოხსნა და 1 მილიონი ამერიკული დოლარი მოიგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

62 წლის მუჰამედ ბაშერ აბდულ ხადარი 3 აგვისტოს ემირატების ავიახაზების ბოინგ 777-ში იმყოფებოდა, რომელსაც დუბაის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი წაეკიდა. 300 ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ყველაზე იღბლიანი კაცის თქმით, მისი გადარჩენა "სასწაული" და "ღმერთის საოცარი საჩუქარი" იყო:

"ვგრძნობ, რომ ღმერთმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა, როდესაც ავიაკატასტროფას გადავურჩი, შემდეგ კი ამ ფულით დამლოცა, რომ მივყვე მის გზას და კარგი საქმეები ვაკეთო".

ემირატების ავიახაზების პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა 90 წამში შეძლეს თვითმფრინავში მყოფი 300 ადამიანის ევაკუაცია, რამდენიმე წუთში კი ხანძარმა თვითმფრინავი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

მუჰამედ ბაშერ აბდულ ხადარის თქმით, ის დეკემბერში აპირებს სამსახურიდან წასვლას, შემდეგ კი მშობლიურ ინდოეთში დაბრუნებას, სამსახურის პოვნასა და სხვა ადამიანებს დახმარებას გეგმავს.