სულაკაურის წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსაში დიდი სასკოლო სამზადისი დაიწყო.

სექტემბრის დადგომასთან ერთად იწყება წინა სასკოლო მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა, საკანცელარიო ნივთებისა და ჩანთების ყიდვას მოიცავს. წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა გთავაზობთ მყუდრო და კეთილმოწყობილ სივრცეებს, სადაც ეს ყველაფერი ერთად მოიყრის თავს და მშობლებს საშუალებას მისცემს ყველაფერი ერთდროულად შეიძინონ.

სანტა ესპერანსას მაღაზიებში ყოველთვის ხელმისაწვდომია ქართული თუ ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი, ამიერიდან კი შესაძლებლობა გექნებათ ამასთანავე შეიძინოთ ყველა გამომცემლობის სასკოლო წიგნები, დამხმარე სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სანტა ესპერანსაში სასკოლო სახელმძღვანელოები ფასდაკლებით გაიყიდება. ასევე შესაძლებლობა გექნებათ უნგრული კომპანიის ICO-ს პროდუქციის შეძენა, რომელიც საკანცელარიო ნივთების წარმოებით უდიდესია აღმოსავლეთ ევროპაში და 60-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე საკუთარი პროდუქცია, რაც განპირობებულია თითქმის 70 წლიანი გამოცდილებით, წარმოებაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ხარისხის მკაცრი კონტროლით. სანტა ესპერანსაში სწორედ ამ ევროპული ხარისხის საკანცელარიო ნივთებს - კალმები, ფერადი ფანქრები, პენლები თუ საღებავები - ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ.

გახადე დამქანცველი პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მოემზადე სკოლისათვის სანტა ესპერანსაში:

  • ქ. თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12
  • ქ. თბილისი, ანა კალანდაძის (ბულაჩაურის) 4
  • ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 73
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 10
  • ქ. ქუთაისი, წმ. ნინოს 13