7 სექტემბერს, 15:00 საათზე კინოსახლის განახლებულ დარბაზში სპეციალური კომისიის წინაშე, სიმონ გროსისა და ნანაექვთიმიშვილის გახმაურებული ფილმის, ჩემი ბედნიერი ოჯახი, ჩვენება გაიმართა.

კომისიის მხრიდან მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემი ბედნიერი ოჯახი გახდა პირველი ფილმი, რომელიც პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში, Cash Rebate-ის პრინციპით, თანხის 20 პროცენტზე მეტს იბრუნებს.

ჩემი ბედნიერი ოჯახი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე, ევროპული პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს პარალელურად, ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ნეტფლიქსმა შეიძინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას აწარმოე საქართველოში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 20 % უკან დაიბრუნონ. კვალიფიციური ხარჯების დამატებით 2%-დან 5%-მდე ანაზღაურება კი პოპულარიზაციის კომპონენტში 5 პუნქტიანი კულტურული ტესტის საფუძველზეა შესაძლებელი:

  • ფილმი დასრულდა და პრემიერა შედგა;
  • საქართველოს მოქალაქე დასაქმდა მნიშვნელოვან პოზიციებზე - მთავარი როლი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და ა.შ.
  • ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები;
  • პოსტ პროდუქციის განხორციელება საქართველოში;
  • დისტრიბუცია და ფესტივალები;

სწორედ ამ პუნქტების მიხედვით გადაწყდა, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი უკვე მიღებული 20 პროცენტის გარდა, დამატებით კიდევ 4 პროცენტს დაიბრუნებს უკან.

დღეისათვის, პროგრამის გადაიღე საქართველოში მიერ, მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათ შორის კოპროდუქციები საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და ჩინეთთან. ამ ეტაპზე ჯამური ინვესტიციის ოდენობა30 მილიონ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3000-ს აღწევს.