სკოლა თუ უკვე დაამთავრეთ, გამოდის, რომ აუტანელი და დამღლელი არდადეგების შემდეგ, "სამოთხეში" ზუსტად 11-ჯერ დაბრუნებულხართ. მათ, ვინც კიდევ სწავლობთ კი გილოცავთ, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ.

ხუმრობა იქით იყოს და ახლა რამდენად სერიოზულადაც შესაძლებელია, გავიხსენოთ ის 10 უცნაური რამ, რაც სკოლაში დაბრუნებისთანავე ნებისმიერ მოსწავლეს თვალში ხვდება და საფუძვლიანად აკვირვებს კიდეც.

1. ჩვენი კლასელი გოგოები, ლამის ორჯერ ჩვენზე მაღლები რომ გამხდარან

ფოტო: giphy

2. თუ მთელი ზაფხული კლასგარეშე წიგნების წაკითხვაში გაატარე, უცებ შეიძლება აღმოაჩინო, რომ არავინ აპირებს გადამოწმებას, შეასრულე თუ არა დავალება

ფოტო: giphy

3. ვხედავთ გარუჯულ მასწავლებლებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინიც ადამიანები არიან და ზოგჯერ ჩვენსავით დასვენება სჭირდებათ

ფოტო: giphy

4. უმიზეზოდ გვიცვლიან საკლასო ოთახს, არადა წინა გაცილებით კომფორტული იყო

ფოტო: giphy

5. ბავშვები, რომლებიც სწავლის დაწყებით უბედნიერესები არიან (ალბათ ჯერ აზრზე არ არიან, რა ელით)

ფოტო: giphy

6. სკოლის შენობა იმაზე პატარა გვეჩვენება, ვიდრე გვახსოვდა

ფოტო: giphy

7. ის ერთი ყველაზე მონდომებული მასწავლებელი, რომელიც ეგრევე გაკვეთილს ატარებს და ბლომად საშინაო დავალებასაც გვაძლევს

ფოტო: giphy

8. დაუმსახურებელი გაფრთხილებები და "მუქარები", რომ წელს სასწავლო პროცესი გაცილებით მკაცრი იქნება და ჩვენს დანდობას არავინ აპირებს

ფოტო: giphy

9. პირველ დღეს სკოლაში ყოფნა, ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო სასიამოვნოა

ფოტო: giphy

10. ვამჩნევთ, თუ რა მალე გასულა უდარდელი ზაფხული

ფოტო: giphy