მსოფლიო ახალი საშინელებათა ფილმის, The Nun, მოლოდინშია. კრიტიკოსებმა Conjuring-ის შემქმნელების ახალ კინოსურათს უკვე უწოდეს წლის ყველაზე საშიში ჰორორი.

ის, რომ ფილმი ნამდვილად საშიშია, მოწმობს ისიც, რომ YouTube-მა, ხალხის მოთხოვნით, სწორედ ამ ფილმის ტრეილერი ამოიღო რეკლამებიდან.

საყოველთაო აღფრთოვანებას რა თქმა უნდა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ტელეწამყვანი, ელენ დეჯენერესიც გამოეხმაურა, რომელმაც მისთვის ჩვეულ ხერხს მიმართა და ფილმის ტრეილერში თავისი თავი ჩაამონტაჟა.

შედეგად კი მივიღეთ ის, რომ წლის ყველაზე საშიში ფილმი, წლის ყველაზე სასაცილო ფილმად გადაიქცა.