თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებული 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14 წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდა სექსუალურიხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 9 ივლისს თბილისში დააკავეს.