ბრიტანულმა კინო და ტელე აკადემიამ წლევანდელი, სტენლი კუბრიკის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელი დაასახელა.

ამჯერად ეს პატივი წილად ავსტრალიელ მსახიობს, ორი ოსკარის მფლობელ ქეით ბლანშეტს ხვდა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ოქტომბერს, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართება.

ბრიტანული ჯილდო აქამდე მიუღიათ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: ტომ ჰენკსი, დენზელ ვაშინგტონი, დენიელ დეი-ლუისი, ჯორჯ კლუნი, მერილ სტრიპი, ჯოდი ფოსტერი, მეთ დეიმონი და სხვები.

ბრიტანული ჯილდოს გადაცემის ცერემონია ბრიტანულმა კინო და ტელე აკადემიამ 1989 წელს დააარსა.