მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ყოფილი მერის მიმართ გამოძიება მარნეულის მკვიდრის მისამართით ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა. თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.

ბრალი დაუმძიმდა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულად ცნობილ კიდევ ორ პირს, გულიევს და ალაჰვერდიევს.

საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვს, მას ბრალი ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე წაუყენეს.

მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, პროკურატურა აცხადებს, რომ პირს, რომელმაც აქციაზე მარნეულის მერსა და ბიძინა ივანიშვილს აგინა, თემურ აბაზოვმა სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელა.

თემურ აბაზოვი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.